6 დღის და საათის წინ
როგორია მილნერის მომავალი - ფაბრიციო რომანო
როგორია მილნერის მომავალი - ფაბრიციო რომანო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ჯეიმს მილნერს "ლივერპულთან" კონტრაქტის ხანგრძლივობა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სანდო და გავლენიანი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს თვეებში, მილნერი იურგენ კლოპთან მოლაპარაკებებს გამართავს, რათა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი მერსესაიდული მომავალი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკუთარ ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ მილნერი უკვე 37 წლისაა და მისი სატრანსფერო ღირებულება სულ რაღაც 2 მილიონია.


Facebook კომენტარები