რა ხდება ჰენდერსონის ახალ კონტრაქტზე - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რა ხდება ჰენდერსონის ახალ კონტრაქტზე - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულმა" ჯორდან ჰენდერსონს ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა აღნიშნული ცნობა მართალი არ აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, პრესა საპირისპიროს იტყობინება - როგორც ირკვევა, კაპიტანი ხელმძღვანელობასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდება, უფრო კონკრეტულად:

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ხელმძღვანელობას სურს, რომ ჰენდერსონმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმოს, ფეხბურთელი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. თავის მხრივ, ჯორდანს არ უნდა, რომ ჯინი ვეინალდუმის მსგავსად თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს, ამიტომ მოლაპარაკებების პროცესს მაქსიმალურად აჩქარებს. დევიდ მედოკის უახლესი ცნობებით, რაც არ უნდა მოხდეს, ჰენდერსონი გუნდს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არ დატოვებს. 

Independent იტყობინება, რომ მიუხედავად ჰენდერსონის ღვაწლისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაპიტანს თავისი მოთხოვნები დაუკმაყოფილონ, რაც გარიგებას ართულებს. იმის შანსები, რომ მერსისაიდელთა კაპიტანი ხელმძღვანელობას ვერ შეუთანხმდება და წავა, დროთა განმავლობაში იზრდება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთი გამოცემა პრობლემად ფინანსურ საკითხს არ მიიჩნევს. მოლაპარაკებების პროცესს კონტრაქტის სხვა პირობები აფერხებს.

 

5 დღის წინ
390 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ