იურგენ კლოპის კომენტარი "მაინცთან" მატჩამდე

იურგენ კლოპის კომენტარი "მაინცთან" მატჩამდე

პრესეზონის მომდევნო მატჩს "ლივერპული" "მაინცის" წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელთა თავკაცს, იურგენ კლოპს, გერმანულ კლუბთან სასიამოვნო მოგონებები აკავშირებს - მან სამწვრთნელო კარიერა სწორედ "მაინცში" დაიწყო.

გერმანელმა სპეცეალისტმა მატჩამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

რთული მატჩი გველის, ისინი კარგად თამაშობენ, თუმცა ნაცნობ სცენარს ვიხილავთ - ამხანაგურ მატჩს უამრავი ცვლილებით.

"მაინცში" 18 წელი გავატარე და რა თქმა უნდა, მათ თვალყურს ვადევნებ. ვიცი, რომ ამ კლუბის ბედი ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც მაღელვებს, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა კლოპმა. 

 

5 დღის წინ
178 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ