მანემ იაია ტურესთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაიხსენა

მანემ იაია ტურესთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაიხსენა

"ლივერპულის" შემტევმა, სადიო მანემ, ექსფეხბურთელ იაია ტურეზე ისაუბრა.

"მას მწვრთნელობა სურს მომავალში და ყველა ბიჭი ბედნიერი იქნება მისი ხილვით, მასთან ურთიერთობით, ცოტა "სიტისა" და "ლივერპულზე" საუბრით. ის ძალიან კარგი ადამიანია. 2004 წლიდან ვიცნობ. კარგი მეგობარია. ყოველთვის გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. 

ერთხელ მან მთხოვა მწვრთნელისთვის მეკითხა, შეეძლო თუ არა მას ვარჯიშის ყურება. მე ვუპასუხე: სიამოვნებით. ვფიქრობ, მწვრთნელიც ბედნიერი იყო", – დასძინა სენეგალელმა. 

როგორც მოგეხსენებათ, ახლა იაია რუსული კლუბის, "აჰმატ გროზნის", მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

5 დღის წინ
137 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ