ვეინალდუმი "პსჟ-ზე": "მთლიანმა გუნდმა მაგრძნობინა, რომ მართლა ვუნდოდი"

ვეინალდუმი "პსჟ-ზე": "მთლიანმა გუნდმა მაგრძნობინა, რომ მართლა ვუნდოდი"

ჯორჯინიო ვეინალდუმმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"როცა ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდი "ლივერპულთან" ერთად, ძალიან გაოცებული ვიყავი. მახსოვს, ფანების (ფრანგების) ამოუწურავი მხარდაჭერა 90 წუთის განმავლობაში. "პარი სენ-ჟერმენმა" ის თამაში 2-1 მოიგო და ამაში ფანებს დიდი წვლილი მიუძღვით.

კონტრაქტი მეწურებოდა და რამდენიმე გუნდი დამეკონტაქტა. როცა პარიზელები შესახვედრად მოვიდნენ, ყველაფერი კარგად წარიმართა და უცებ "პსჟ-ს" შევუერთდი.

მთლიანმა კლუბმა მაგრძნობინა, რომ მართლა ვუნდოდი. სწორედ ამან ითამაშა დიდი როლი ჩემს გადაწყვეტილებაში", – განაცხადა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა.

5 დღის წინ
140 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 271
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ