2 თვის და 1 კვირის წინ
გადაწყვეტილია - მეოთხე წამსვლელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
გადაწყვეტილია - მეოთხე წამსვლელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და სავარაუდოდ რამდენიმე ახალ სახესაც ვიხილავთ. 

უკვე გადაწყვეტილია, რომ რობერტო ფირმინო, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ნაბი კეიტა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მერსისაიდულ გრანდს დატოვებენ, ახლა კი წამსვლელთა სიას ახალი სახელი შეემატა.

პიტერ ორკის ინფორმაციით, ეს "ლივერპულში" ბოლო სეზონი იქნება ნათ ფილიფსისთვის, რომელიც გუნდის დატოვებას ისედაც დიდი ხანია ლამობს.

წყაროს ცნობით, ახლა ინგლისელი ცენტრალური მცველის გაყიდვა გარდაუვალია, ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს შეატყობინა, რომ სურვილის შემთხვევაში წასვლა შეუძლია.

მას მსურველები ჰყავს როგორც ინგლისიდან, ასევე სხვა ჩემპიონატებიდანაც.


Facebook კომენტარები