"ვესტ ჰემი" "ლივერპულის" ფეხბურთელით დაინტერესდა - კლოპი მზადაა, ის გაყიდოს

"ვესტ ჰემი" "ლივერპულის" ფეხბურთელით დაინტერესდა - კლოპი მზადაა, ის გაყიდოს

Exspress-ის ინფორმაციით, "ვესტ ჰემი" "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველის, ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენის გადაბირებით დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, "ჩაქუჩები" ინგლისელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავენ. ამას ემატება ისიც, რომ მერსისაიდელთა თავკაცი, იურგენ კლოპი მზადაა, ჩემბერლენს შეელიოს, რადგან გერმანელი სპეცეალისტი მომდევნო სეზონიდან გუნდის გაახალგაზრდავებას გეგმავს.

დიდი ალბათობით, მისი გაყიდვის წინააღმდეგი "ლივერპულის" ხელმძღვანელობაც არ იქნება, რადგან მათ გაყიდვებით რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება უნდათ.

 

1 თვის წინ
407 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ