2 თვის და 1 კვირის წინ
"ლივერპული" "რეალის" ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავს
"ლივერპული" "რეალის" ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავს
ავტორი
Aa

Fichajes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველის, ბრაჰიმ დიაზის ტრანსფერს განიხილავს.

ამჟამად, ესპანელი ფეხბურთელი "მილანში" იჯარით საკმაოდ კარგად თამაშობს. 31 მატჩში 23 წლის ფეხბურთელს 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

მიმდინარე სეზონის შემდეგ, "ლოს ბლანკოსს" დიაზის დაბრუნება სურს და დიდია იმის ალბათობა, რომ ესპანურმა კლუბმა ახალგაზრდა ნახევარმცველი გაყიდოს.

Transfermarkt-ის მიხედვით, ბრაჰიმის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები