2 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია: რამდენით გათავისუფლდება სახელფასო ჭერი კეიტასა და ფირმინოს წასვლით
ცნობილია: რამდენით გათავისუფლდება სახელფასო ჭერი კეიტასა და ფირმინოს წასვლით
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულში" დიდი წმენდა იგეგმება. უკვე დადასტურებულად, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

რობერტო ფირმინოსთვის და ნაბი კეიტასთვის ეს ბოლო სეზონია მერსისაიდულ გრანდში. ამასთან ერთად სავარაუდოა ნათ ფილიფსის და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის წასვლაც.

საინტერესოა, რა თანხას გამოითავისუფლებს "ლივერპული" მათი წასვლით სახელფასო ჭერში. ჯეიმს პირსის ინფორმაციით, "ლივერპულის" სახელფასო ჭერი კვირაში 650,000 ფუნტი სტერლინგით გათავისუფლდება, რაც ახალი ტრანსფერების საშუალებას იძლევა.

პირსის ინფორმაციით, "ლივერპული" ზაფხულში დიდ თანხას დააბანდებს ტრანსფერებში.


Facebook კომენტარები