2 თვის და 1 კვირის წინ

ბელინგემის ტრანსფერში გადამწყვეტი ფული არ იქნება - რისი იმედი აქვს "ლივერპულს"

ავტორი
Aa
რამდენიმე დღის წინანდელი ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ჯუდ ბელინგემის "ლივერპულში" ტრანსფერი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, დიდწილად კი ფინანსური საკითხების გამო.
დღეს Transferdotcom სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს - როგორც ჩანს, ბელინგემის ტრანსფერში ყველაფერს ფული ვერ გადაწყვეტს.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილება იქნება და შეიძლება ყველაზე მაღალი შეთავაზების გაკეთება საკმარისი არ აღმოჩნდეს ტრანსფერისთვის.
სწორედ ამის იმედი აქვს "ლივერპულს", რომელიც მის კონკურენტებს ფინანსურ ჭიდილში ვერ დაამარცხებს. "ლივერპული" კვლავ თავდაჯერებულია, რომ ფეხბურთელის სურვილის ხარჯზე ტრანსფერს გაჩარხავს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ