

"ლივერპულის" რადარზე "ნაპოლის" სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა გამოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული Blood Red-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, "წითლები" 28 წლის შუახაზელში 60 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად. მერსესაიდელთა პრიორიტეტული სამიზნე ჯუდ ბელინგემი გახლდათ, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" ასტრონომიულ თანხას ითხოვს. აქედან გამომდინარე, "სქაუზერები" შეიძლება ლობოტკაზე გადაერთონ.
თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, "პარტენოპეიში" სიმშვიდეს ინარჩუნებენ. კლუბთან სტანისლავს 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. მიუხედავად ამისა, თუ ნეაპოლელები სასურველ შეთავაზებას მიიღებენ, ისინი შეიძლება ლობოტკას გაყიდვაზეც დაფიქრდნენ.
ცნობისთვის, გამოცდილი ნახევარმცველი "ნაპოლიმ" 2020 წელს შეიძინა. ვიგოს "სელტას" კლუბმა 24 მილიონი ევრო გადაუხადა.
მიმდინარე სეზონში სტანისლავმა 36 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში მან 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.