კლოპის წარმატებული ექსპერიმენტი - ის, რაც ელიოტის დებიუტმა დაგვანახა

კლოპის წარმატებული ექსპერიმენტი - ის, რაც ელიოტის დებიუტმა დაგვანახა

მაშინ, როცა დადასტურდა, რომ ჯინი ვეინალდუმი "ლივერპულს" დატოვებდა, მედიაში მერსისაიდულ გრანდს მაშინვე უამრავი ნახევარმცველი დაუკავშირეს, თუმცა მთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, იურგენ კლოპი ამ საკითხს საგანგაშოდ არ მიიჩნევდა. გერმანელმა სპეცეალისტმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნახევარდაცვაში ვეინალდუმის დანაკლისი ამჟამინდელი რესურსითაც მოგვარებადი იყო, კლოპი კი განსაკუთრებით დიდ იმედებს ჰარვი ელიოტზე ამყარებდა.

18 წლის ნახევარმცველს პირველ გუნდში გარანტირებული ადგილი ავსტრიული შეკრების მიმდინარეობისასაც კი არ ჰქონდა, რადგან ელიოტის მიმართ ინტერესს ერთბაშად 10 გუნდი იჩენდა, მაგრამ საბოლოოდ, "ლივერპულმა" მისი შენარჩუნება გადაწყვიტა და ალბათ, სწორადაც მოიქცა.

ჰარვისთვის წინასასეზონო შეკრება იდეალური შანსი იყო, რომ თავისი შესაძლებლობები დაემტკიცებინა და ასეც მოიქცა - ყველა იმ მატჩში, რომელიც ელიოტმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ეს კი, რა თქმა უნდა, არც იურგენ კლოპსა და მის სამწვრთნელო შტაბს გამორჩენია.

მას შემდეგ, რაც 18 წლის შემტევი ნახევარმცველი მთელი შეკრების განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, ისმოდა კითხვა - მიიღებდა თუ არა ელიოტი შანსს პრემიერლიგაშიც და გამოიყენებდა თუ არა ამ შესაძლებლობას? პირველ ტურში, კლოპმა "ნორვიჩის" წინააღმდეგ მოედნის ცენტრი გამოცდილ ჯეიმს მილნერს, ოქსლეიდ-ჩემბერლენსა და ნაბი კეიტას ანდო, რაც ასევე მართებული გადაწყვეტილება აღმოჩნდა - მილნერმა პირველ ტურში მთელი ტურნირის მაშტაბით ყველაზე დიდი დისტანცია დაფარა, აფრიკელი ნახევარმცველი კი მატჩის განმავლობაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო.

"ბარნლისთან" მატჩამდე, გუნდის უცვლელ წევრს, ფაბინიოს, მამა გარდაეცვალა, რის გამოც მატჩს გამოაკლდა, თუმცა ტიაგო ალკანტარასა და ჯორდან ჰენდერსონის გამოჯანმრთელების გამო, სასტარტო შემადგენლობაში 18 წლის ფეხბურთელის გამოჩენას ცოტა თუ ივარაუდებდა, თუმცა კლოპის მორიგი ექსპერიმენტი კვლავ წარმატებული აღმოჩნდა - ელიოტმა შანსი მიიღო, რომელიც იდეალურად გამოიყენა.

"ბარნლისთან" თამაში შესაძლოა, ელიოტის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყო - 18 წლის ფეხბურთელის ასეთი დამაჯერებელი პრემიერლიგული თამაში, თანაც სადებიუტო, თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელებისგან თუ გვემახსოვრება - ელიოტი მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო, არაერთხელ გაამწვავა და შეაწუხა მეტოქის მცველები. მისი ასისტი მო სალაჰზე ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუმცა სამწუხაროდ, ეგვიპტელი ფორვარდი თამაშგარეში იყო, ამიტომ ჰარვის ეს დიდებული გადაცემა ასისტად ვერ გარდაისახა. 

ამ ყველაფრის შემდეგ, "ლივერპულის" ქომაგები ჯინი ვეინალდუმის შემცვლელზე დიდად აღარ უნდა ნერვიულობდნენ - ცხადია, ელიოტი კლოპისგან მუდმივ სათამაშო პრაქტიკას არ მიიღებს, თუმცა ტრავმიდან დაბრუნებული კაპიტანის, ნაბი კეიტასა და  ალკანტარას მეშვეობით, ისეთი დონის სპეცეალისტს, როგორიც კლოპია, ჯინის შეცვლა დიდად არ უნდა გაუჭირდეს. 

რაც შეეხება ელიოტს - ფაქტია, მერსისაიდული გრანდის არამარტო აწმყო, არამედ მომავალიც, ამ ფეხბურთელის წყალობით საიმედო ხელშია - გარდა ტალანტისა, მისი დისწიპლინა და შრომისმოყვარეობა თითოეულ სქაუზერს სიმშვიდის საბაბს უნდა აძლევდეს.

მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, მას აქვს ყველანაირი წინაპირობა, გახდეს "ლივერპულის" გამორჩეული ფიგურა, ხოლო დანარჩენს დრო გვიჩვენებს...

3 თვის წინ
889 / 1
ლუკა
user
jhoncarter I’d like a person’s location. It really is better than notice everybody explain in words inside the life blood as well as legibility about this topic required region are often easily discovered. https://buffstreams.org/
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ