კლოპის იმედად - "ლივერპულის" პასიური სატრანსფერო ფანჯრის განხილვა

კლოპის იმედად - "ლივერპულის" პასიური სატრანსფერო ფანჯრის განხილვა

სულ ცოტა ხნის წინ, დამთავრდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა. ბევრი მას ყველა დროის საუკეთესოს ეძახის, რადგან კლუბი ერთდროულად მსოფლიოს ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეიცვალა. თუმცა "ლივერპულისთვის" ის საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. მოდით შევაფასოთ მერსესაიდელთა სატრანსფერო ფანჯარა.

სეზონის ბოლოს გუნდი ჯორჯინიო ვეინალდუმმა უფასოდ დატოვა და ნიდერლანდელის შემცვლელის მოძებნა "ლივერპულის" ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. "წითლებს" ბევრ ფეხბურთელს უკავშირებდნენ ამ პოზიციაზე, თუმცა ვერცერთის დამატება შეძლეს, მაგალითად: რენატო სანჩესი, ფლორიან ნიუჰაუსი, ივ ბისუმა, როდრიგო დე პაული, საულ ნიგეზი, იური ტილემანსი, ჯონ მაკგინი და სხვები. კლუბი ძალიან ახლოს იყო რენატოს გაფორმებასთან, თუმცა პორტუგალიელს ტრავმა დაუდასტურდა, რომლის გამოც დიდ დროს გამოტოვებს.

ასევე მედიაში ბევრი იწერებოდა იმაზე, რომ კლოპს სურს შეტევის გაძლიერება, რადგან გუნდს დივოკ ორიჯი დატოვებს. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბელგიელი ისევ კლუბში დარჩა, ამიტომ მისი შეცვლის საჭიროება აღარ არის, თუმცა მოდით გავიხსენოთ ვის უკავშირებდნენ "ლივერპულს" ამ პოზიციაზე. დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარაა "ფიორენტინას" დონის ფეხბურთელი. ასევე მერსესაიდელებს უკავშირებდნენ პატსონ დაკას, თუმცა საბოლოო ის "ლესტერში" აღმოჩნდა.

სხვა სამიზნეებიდან შეგვიძლია გამოვყოთ პედრო გონსალვეში, რაფინია, ჟერემი დოკუ, კილიან მბაპე, ადამა ტრაორე, დონიელ მალენი. 

საბოლოოდ "ლივერპული" ზაფხულის ერთადერთი შენაძენი იბრაჰიმა კონატეა და დახარჯული თანხით, პრემიერ ლიგაში მხოლოდ მე-13 ადგილზე არიან. "მან. იუნაიტედმა", "ჩელსიმ" და "მან. სიტიმ" ძალიან ბევრი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დაიმატეს, რითიც ბევრი მერსესაიდელთა ფანი უკმაყოფილოა. ასევე გულშემატკივრები იმის გამო გაბრაზდნენ, რომ კლუბი საულის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ვერ შეძლეს 5 მილიონის დახარჯვა და ესპანელი "ჩელსიმ" წაიყვანა.

მთელი ზაფხულის განმავლობაში იურგენ კლოპი იძახდა, რომ მას მეტი ტრანსფერი არ სჭირდება და ის თავისი გუნდით კმაყოფილია.


საბოლოოდ,"ლივერპულის" სრული სატრანსფერო ფანჯარა ასე გამოიყურება:

იბრაჰიმა კონატე ----> "ლივერპული" - £36m მილიონი

ჰარი უილსონი ----> "ფულემი" - £12.6
ტაივო აუონი ----> "უნიონ ბერლინი" - £5.85 მ
ხერდან შაქირი ----> "ლიონი" - £5.4 მ
კამილ გრაბარა ----> "კოპენჰაგენი" - £3.15 მ
ლიამ მილარი ----> "ბაზელი" - £1.35 მ
ჯორჯინიო ვეინალდუმი ----> "პსჟ" - £0
იასერ ლაროუსი ----> "ტროიესი" - £0
რემი სევეიჯი ----> "ნიუკასლი" - £0

იჯარა

მარკო გრუიჩი ----> "პორტო" - £900,000 (2022 წელს გამოსყიდვის ვალდებულებით, £8.1 მილიონად.)
ბენ დეივისი ----> "შეფილდი"
ბენ ვუდბორნი ----> "ჰართსი"
რის უილიამსი ----> "სუონსი"
შეი ოჯო ----> "მილუოლი"
პოლ გლაცელი ----> "ტრანმერ როვერსი" 
ჯეიკ კეინი ---->"ნიუპორტ ქანთრი" 
ლუის ლონგსტაფი ----> "ქუინს პარკ რეინჯერსი"
ადამ ლევისი ----> "ლივინგსტონი" 
ანდერსონ აროიო ----> "მირანდესი" 
იაკუბ ოიჟინსკი ----> "კაერნაფრონი" 
ლეითონ კლარკსონი ----> "ბლექბორნი"
სეპ ვან დე ბერგი ----> "პრესტონი"


მიუხედავად უტრანსფერობისა, "ლივერპულმა" ამ ზაფხულს ძალიან ბევრ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა კონტრაქტი: ადრიანი, ალისონი, ფაბინიო, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯორდან ჰენდერსონი, ენდრიუ რობერთსონი, ნატ ფილიფსი, ვირჯილ ვან დეიკი, ჰარვი ელიოტი. ეს საკმაოდ დადებითი ინფორმაციაა მერსესაიდელური კლუბისთვის ასეთი პასიური სატრანსფერო ფანჯრის ფონზე. 

 

3 კვირის წინ
534 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ