კლოპი: თითოეული წუთი მნიშვნელოვანია

დღეს საღამოს "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები საკუთარ მოედანზე "გენკს" დაუპირისპირდებიან. 

მატჩის პროგრამაში ტრადიციულად შეხვდებით იურგენ კლოპის სვეტს, სადაც ის მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. გერმანელი სპეციალისტი გულშემატკივრებს და მოთამაშეებს ამჯერადაც სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს:

"დღეს საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მხოლოდ ამ საქმეზე უნდა ვიყოთ კონცეტრირებულნი. შარშან უკვე ვნახეთ რამდენად რთულია ამ ტურნირზე ასპარეზობა - ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო დარტყმას შეეძლო ჯგუფში ჩავეტოვებინეთ. ასე რომ, თუ ნახევარი წამითაც კი დაგავიწყდება რა ტურნირზე თამაშობ, აუცილებლად წააგებ.

არ მაინტერესებს რა ხდება სხვა ჯგუფებში, დარწმუნებული ვარ, ყველგან ანალოგიური სიტუაციაა. მჯერა, რომ ჩემმა გუნდმა კარგად იცის თუ რა არის საჭირო აქ სათამაშოდ. ვგულისხმობ არა მხოლოდ მოთამაშეებს, არამედ სამწვრთნელო შტაბს და ფანებსაც. ყველა უნდა მოვიდეთ და ჩვენი საუკეთესო სახე ვაჩვენოთ."
- წერს კლოპი.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ "ლივერპულს" 6 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს.

3 კომენტარები
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen