ჟურნალისტის ხულიენ ლოურენსის ინფორმაციით, "ლივერპულისა" და "ევერტონის" შეხვედრის 83-ე წუთზე "წითლების" კარში დანიშნული პენალტის შემდეგ დანკან ფერგიუსონსა და იურგენ კლოპს შორის კამათი გაიმართა.
გერმანელმა სპეციალისტმა "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტს უყვირა, თუ რატომ იცინოდა, როცა "ლივერპულელები" პენალტის ეპიზოდს აპროტესტებდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "ევერტონის" განაპირა მცველმა სიმუს კოულმენმა მატჩის შემდეგ გააკეთა:
"ჩვენ გვაქვს საუბრის უფლება, თუ ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, იურგენ"?!