ინგლისის პრემიერ ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა "ევერტონის" წინააღმდეგ "ლივერპულისთვის" ძალიან მძიმე გამოდგა.
2011 წლის შემდეგ "ლივერულმა" თანაქალაქელის წინააღმდეგ პირველი მარცხი განიცადა, ხოლო "ენფილდზე" დერბიში წითლებს ბოლოს 1999 წელს ჰქონდათ წაგებული.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს კომენტარი იურგენ კლოპმა მისცა:
"მთავარი ისაა, რომ მათ 2-ჯერ გაგვიტანეს, ხოლო ჩვენ მოედანი გოლის გარეშე დავტოვეთ. მატჩს ყველამ უყურა და შეამჩნევდა, რომ ჩვენ შექმნას ვცდილობდით, თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში საკმარისად კარგები ვერ ვიყავით გადამწყვეტ ფაზაში და სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ ვერ მოვატრიალეთ. ამაზე საუბარი წაგებული მატჩის შემდეგ ცოტა უხერხულიცაა".
"პირველმა გოლმა, რომელიც მათ გაგვიტანეს, ბევრი რამ შეცვალა, გადამწყვეტი არ ყოფილა, თუმცა "ევერტონზე" დიდი გავლენა იქონია. შანსებს თუ ვერ გამოიყენებ, რთულია დადებით შედეგს მიაღწიო".
"ვერ ვხსნი ზუსტად რა მოხდა ბოლო 2 თვის მანძილზე. თუ უყურებთ განვლილ მატჩებს, დაინახავთ, რომ მუდამ ვცდილობდით დომინირებას, მომენტების შექმნას, თუმცა დაგვირგვინებას სათანადოდ ვერ ვახერხებდით. დღესაც მეტოქეს კარგი სიტუაცია შეექმნა, გაგვიტანა. რაც შეეხება პენალტის მომენტს, ბევრი ფიქრობს, რომ იქ დარღვევა არ ყოფილა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არაფერს ცვლის".
"ხშირად ხდებოდა ამ თამაშების მანძილზე, როცა ჩვენ ერთ შეცდომას ვუშვებდით და მეტოქეს გაჰქონდა, ხოლო ისინი 10 შეცდომას უშვებდნენ და ჩვენ ვერ ვიტანდით. მთავარია ახლა ეს ყველაფერი შევცვალოთ. ვფიქრობ, შეგვიძლია ამის გაკეთება".
"ჰენდერსონის ტრავმა რთული ჩანს, მას საზარდული აწუხებს. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, სამედიცინო დასკვნას დაველოდოთ". - განაცხადა კლოპმა.
ukan rac xdebaa kide vicit rom tramvianoba tumca magazec manamde unda gezrunaa da sachiro donis shemcvleli mogezebna matipis imedze rom apirebdit yofnas magitomaca ukan bardagi dges.