"ლივერპულმა" მერსისაიდულ დერბიში "ენფილდზე" "ევერტონთან" 0:2 წააგო. მატჩის 83-ე წუთზე VAR-ის დახმარებით შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კრის კავანამ "წითლების" კარის მიმართულებით საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
VAR-მა მიმდინარე სეზონში უკვე 11 გადაწყვეტილება მიიღო "ლივერპულის" წინააღმდეგ, ხოლო უშუალოდ "ევერტონთან" მატჩებში ეს მეორედ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი უკვე არის იმაზე მეტი, ვიდრე ჯამურად წინა სეზონში, ხოლო კლოპის გუნდს კიდევ 13 მატჩი აქვს ჩასატარებელი პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.