კლოპის ვერდიქტი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "ენფილდზე" ერთმანეთს "ლივერპული" და "გენკი" დაუპირისპირდნენ. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

მასპინძელთაგან გოლები ჟორჟინიო ვეინალდუმმა და ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით კლოპის გუნდი 9 ქულით E ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. 

მოგვიანებით "წითლების" თავკაცმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

ნაჩვენები თამაში და ცხრილის სათავეში ყოფნა...
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ მოვიგეთ და არავინ დაშავებულა. ჩვენ ვერ დავასრულეთ მომენტები ისე, როგორც საჭირო იყო, ამიტომ მეტოქე თამაშში დარჩა. რა თქმა უნდა, მცირე ხარვეზები იყო, რადგან ასეთი შემტევი ტრიო ერთად იშვიათად თამაშობს. პირველივე ტაიმში შეგვეძლო მეტი გოლის გატანა და ეს სურათს სრულად შეცვლიდა. "გენკმა" კი საკმაოდ კარგი გოლი გაიტანა და წონასწორობაც აღადგინა. შემდეგ კვლავ წინ გავედით, თუმცა როცა ვერ ახერხებ ინტრიგის "მოკვლას", მომენტები კვლავ იქმნება და მეტოქეც კვლავ თამაშშია. ჯგუფში ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. დიახ, ახლა პირველზე ვართ, თუმცა მთავარია სად ვიქნებით ბოლო ტურის შემდეგ. ორი შეხვედრა დაგვრჩა და ერთი შეხედვით მარტივ მდგომარეობაში ვართ, რადგან ერთის მოგებით შეგვიძლია ყველაფერი გადავწყვიტოთ.

რას აპირებს გუნდი 17 და 18 დეკემბერს
ჯერ ნამდვილად არ ვიცი. იდეა გვაქვს, თუმცა ჯერ ადრეა ამ თემაზე საუბარი. დრო კიდევ გვაქვს და მანამდე სხვა უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე შეხვედრაში "ლივერპულს" აუცილებლად იხილავთ.

ორივე ტურნირზე თამაში...
გვსურს ფიფას-თან პრობლემები შექმნა ? არ ვარ დარწმუნებული. და EFL-სთან ? არამგონია. ორივეს პატივს ვცემთ. ყოველთვის ისე ჟღერს, თითქოს ჩვენ არ გვსურს ლიგის თასზე თამაში, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. არ მომწონს ის ფაქტი, რომ ამ ტურნირის 1/2 ფინალები 2 მატჩიანია. უბრლაოდ არ მესმის ეს, რადგან ის ყველაზე დატვირთულ პერიოდს ემთხვევა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე კი მხოლოდ მაშინ თამაშობ, თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებ და მსგავსი რამ ჩვენს ცხოვრებაში ხშირად არ ხდება.

ვფიქრობ, ასეთ თემებზე ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე უნდა იფიქრონ. რა მოხდება თუკი ასოციაციის თასზე გადათამაშება მოგვიწევს, რაც ასევე არ მომწონს და ლიგის თასის ფინალში გავალთ ? რამდენიმე წლის წინ გვქონდა მსგავსი შემთხვევა, როცა ყველა უყურებდა ტელევიზორს და იმედი ჰქონდა, რომ "ვესტ ჰემის" ბარიერს ვერ დავძლევდით, რადგან სხვა შემთხვევაში განრიგი ძალიან დაიტვირთებოდა. ალბათ, ამიტომაც არის, რომ გუნდები დიდად არ ინტერესდებიან ამ ტურნირებით. 

მე არ მსურს ტურნირის გაუქმება - გერმანიიდან ვარ და რატომ უნდა მინდოდეს ინგლისში ტურნირის გაუქმება ? მაგრამ, შესაძლებელი უნდა იყოს ამ პრობლემებზე საუბარი, ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება და შეიძლება ზოგი ერთობა კიდეც და ამბობს: "შეხედეთ, ისინი 3 დღეში 5 მატჩს ატარებენ". ასე გაგრძელება არ შეიძლება, ამიტომაც ვითხოვე მაგიდასთან დასხდომა და პრობლემის გადაჭრაზე მსჯელობა. 

3 კომენტარები
  • reversi

    შეიძლება ზოგი ერთობა კიდეც და ამბობს: "შეხედეთ, ისინი 3 დღეში 5 მატჩს ატარებენ"
    ესაა ინგლისი - სრული სასირეთი, არაფრის მთქმელი ქოთნის თასი და იმით სიამაყე რომ ჩვენი გუნდები მუდამ დატვირთულები არიან, ამ დროს კი ეს ხელის შმეშლელი როა მათთვის ვერც კი ხვდებიან ამას :დ არ გინდათ და იჯექით მძღნერში კიდე ბავშვები გავლენ ვილასთან

    პასუხი გასაჩივრება
  • johnson

    მართლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება და პატარა გუნდების წახალისებაა უბრალოდ ეგ ტურნირი ცოტა ფულს გააკეთებენ და იქნებ ევროპაზეც გაიწიონ რა იცი რა ხდება. თორე გრანდებს ყველას კიდია რეალურად სულ მეორე-მესამე შემადგენლობას ათამაშებენ.

    ყატარში 22-24 კაცი წავა აუცილებლად და მგონია რო ვინც გუშინ ითამაშა გენკთან 19 წლამდელებში დაახლოებით ეგ ხალხი იქნება ვილასთანაც რა

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    ვისი ვისაშია ინგლისში ვერ გაიგებ უკვე

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen