ვენგერი: "ლივერპულის" თამაშში ქარიზმა არ იგრძნობა"

ვენგერი: "ლივერპულის" თამაშში ქარიზმა არ იგრძნობა"

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა "ლივერპულისა" და "ევერტონის" დაპირისპირება შეაფასა და "წითლებს" ქარიზმის არქონისკენ მიანიშნა.

"ჩემთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა აშკარა იყო, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელებს თავდაჯერებულობა აკლდათ. "ევერტონის" ფეხბურთელები კი პირიქით, მოტივირებულები და ფოკუსირებულები იყვნენ."

"პირველი გოლი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეორე გოლის ეპიზოდში სხვაგვარი სიტუაცია იყო. იმ მომენტში მოედანზე რომ ვან დაიკი ყოფილიყო ორთაბრძოლას მოიგებდა და შეტევას წამოიწყებდა."

"საერთო ჯამში "წითლები" კარგად გამოიყურებიან, ბევრს ცდილობენ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ აკლიათ, რასაც ქარიზმას ვუწოდებ." - განაცხადა ვენგერმა.

1 კვირის წინ
193 / 0
გოგა ნაჭყებია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ LIVERPOOLFC.GE-ის?

დადებითად
უარყოფითად
ჯერ მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, კეიტა, ფაბინიო, ჟოტა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ