"ლივერპული" - "მანჩესტერ სიტი" [პრევიუ]

კვირას, თბილისის დროით 20:30 წუთზე, პრემიერ ლიგის XII ტურში "ლივერპული" საკუთარ "ენფილდზე" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

"ატალანტას" წინააღმდეგ მიღებული კუნთის ტრავმის გამო, "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონ მოარეში "ლივერპულისთვის" გამოანმრთელებას ვერ ასწრებს. დიდი ალბათობით ის ამ მატჩს გამოტოვებს.

ედერსონს კლაუდიო ბრავო ჩაანაცვლებს, ხოლო დავიდ სილვა კვლავ მკურნალობას აგრძელებს.

წყვილი ჯორდან ჰენდერსონი და ვირჯილ ვან დაიკი, რომლებმაც ამ კვირაში ერთი ვარჯიში გამოტოვეს, ხელმისაწვდომები არიან.

ჟოელ მატიპი, ჯერდან შაჩირი და ნათანიელ კლაინი ისევ რთულ დღეში არიან.

პრევიუ

მაშ ასე! როგორც იქნა, პრემიერ ლიგის მთავარ ინტრიგნამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. დიახ, ეს ის მატჩია, სადაც მის დაწყებამდე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე - დასრულების შემდეგ. ინგლისმა საუკეთესო კლუბი უნდა გამოავლინოს, ამისათვის კი 10 ნოემბერს გასამართი მატჩი სრულფასოვნად აკმაყოფილებს საფეხბურთო გურმანებს. ადრე, თუ "ლივერპულს" ტიტულებისთვის ბრძოლაში ვინმე დუელში იწვევდა, მანჩესტერის მეორე მხარე იყო, თუმცა ახლა "წითელი ეშმაკები" გასავარდნ ზონასთან (5 ქულა) უფრო ახლოს არიან, ვიდრე - პირველ ადგილთან (18). ჩანს, ქალაქმა მანჩესტერმა სახე არ დაკარგა და ყოველწლიურად ჩემპიონობას აპირებს, ოღონდ ახლა წითელი ცხენის მაგივრად, ცისფერი უჭირავს აღვირში.

რაც შეეხება უშუალოდ მოახლოებულ მატჩს, უკვე როგორც წესად იქცა, პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი ერთმანეთს თითქმის ყველა ტურის შემდეგ "ეპაექრებიან", ჩვენ, მკითხველებს კი ყოველდღიურად მათ ფრაზების წაკითხვა გვიწევს. არის კი კარგი ეს ყველაფერი? არ ვიცით, თუმცა ამ მომენტშიც კი, ჩვენ მათ სიტყვებს უნდა დავუგდოთ ყური. ეს იქნება სეზონის საუკეთესო მატჩი, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად წინ დგას ეს ორი კლუბი დანარჩენ 18-თან. 

ჩანს, რომ "ლივერპულისთვის" ლიდერობის შესანარჩუნებლად ფრეც კი კარგი შედეგი იქნება, "მანჩესტერ სიტიმ" კი აუცილელბელია ეს თამაში არ წააგოს. ამ შემთხვევაში ის ლიდერს ნოებერში 9 ქულით ჩამორჩება. გვარდიოლას კლუბში ყოველდღიურად პატარ პატარა პრობლემები იჩენს თავს, "მერსისპირული" გუნდი კი თამაშიდან თამაშამდე ძლიერდება! ყოველ შემთხვევაში, გახსოვდეთ! კარგად გახსოვდეთ, რომ ნოემბერში არაფერი წყდება!

შეუძლია კი "ლივერპულს" სხვაობა 9 ქულამდე გაზარდოს? მოახერხებს თუ არა "მანჩესტერ სიტი" "ენფილდზე" 45 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის მოკვლას და კონკურენტთან 2 ქულაში მიახლოებას? იქნება თუ არა ფრე? ამ ყველაფერზე პასუხს, კვირა, 20:30 წუთზე უპასუხებს!

რა თქვეს მწვრთნელებმა მატჩამდე

იურგენ კლოპი: "სპორტული თვალსაზრისით, ეს დაპირისპირება უფრო და უფრო იზრდება.  მადლობა ღმერთს, რომ ამგვარი სახის პაექრობა არსებობს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი გუნდი ვართ. თუ სიტის წინაშე მამაცურად არ ითამაშებ, თქვენ არცერთი ქულის მოპოვების შანსი არ გაქვთ. კვირას, სტადიონზე ყველა საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს, თუნდაც ის ადამიანი, ვინც ჰოთ-დოგს გაყიდის. ამისათვის, ყველა გახურების დროს უნდა მოვიდეს, რათა ერთმანეთში ემოციები გავცვალოთ".

პეპ გვარდიოლა: "უბრალოდ მინდა, რომ ჩემმა გუნდმა დასასრულამდე იბრძოლოს. ლივერპული არის კლუბი, რომელმაც შარშან მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, წელს კი - არცერთი. ჩვენ მათი წაგების იმედად ვერ ვიქნებით, თუმცა სეზონი დიდია. ისინი ყველაფერს კარგად აკეთებენ, თქვენ ხედავთ ლივერპულს, რა არის მათი სუსტი წერტილი? ეს ნამდვილად დაკომპლექსებული გუნდია და ჩვენ ასეთი კონკურენტი გვჭირდება".

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

"ლივერპული" (4-3-3) - ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი; მანე, სალაჰი, ფირმინო.

"სიტი" (4-3-3) - ბრავო; უოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, მენდი; ფერნანდინიო, დე ბრუინი, ბ. სილვა; მაჰრეზი, სტერლინგი, 
აგუერო.


ფაქტები
  1. უკვე 16 მატჩია, რაც "ენფილდზე" "სიტი" ვერ იგებს. 28-დან ერთადერთი ტრიუმფი კი "ქალაქელებმა" 2003 წელს იზეიმეს.
  2. "სიტის" ამაზე ცუდი სტატისტიკა პრემიერ ლიგის არცერთ გუნდთან აქვს (5 წაგება, 11 ფრე).
  3. ამავდროულად, "ცისფერებმა" "წითლებთან" ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1-ხელ წააგეს (2 მოგება, 2 ფრე).
  4. უკვე 28 ტურია, რაც კლოპი და მისი გუნდი არ დამარცხებულა. მათ უკანასკნელი 20-დან 19 მოიგეს. ბოლო წაგება 50-დან, იანვარში სწორედ "ქალაქელებთან" დაფიქსირდა.
  5. "წითლები" "ენფილდზე" მიჯრით 45 შეხვედრაა არ აგებენ, რაც მეორე საუკეთესო შედეგია ინგლისში.
  6. კლოპის ხელში "მერსისაიდელებმა" ტოპ 6-ეულის გუნდებთან 22 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგეს (12 მოგება, 9 ფრე).
  7. მიმდინარე სეზონში წაგებულ სიტუაციაში მყოფმა "ლივერპულმა" 10 ქულა აიღო.
  8. "ენფილდზე" ჩატარებულ ბოლო 17 შეხვედრაში, სადიო მანემ 17 გოლი გაიტანა!
  9. ჯორდან ჰენდერსონი ახლოსაა გახდეს კლუბის მეექვსე ფეხბურთელი, რომელიც "წითლების" მაისურით მოედანზე 250-ედ გამოვა.
  10. "სიტიმ" ბოლო 12 გასვლითი მატჩიდან 11 მოიგო და გაიტანა 30 გოლი.
  11. ისინი გატანილი გოლებით გათამაშების ლიდერები არიან - 34! მათ ბოლო 33 ტურში მეტოქის კარი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ აიღეს.
  12. პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპთან 17 შეხვედრაში 7-ჯერ წააგო, რა სტატისტიკაც არცერთ მწვრთნელთან აქვს. 
  13. სერხიო აგუერომ ჩაატარა 7 უგოლო მატჩი "ენფილდზე", რაც სხვა სტადიონზე არ ჰქონია. ამ შვიდიდან, აგუერომ კარში მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა (ლოვრენის ეფექტი - ავტ.).
  14. მიმდინარე სეზონში 10 მცდელობიდან კუნმა 9-ჯერ გაიტანა, ეს ინგლისში მისი 250-ე შეხვედრა იქნება.
  15. რაჰიმ სტერლინგი პრემიერ ლიგაში მე-200 მატჩს ჩაატარებს, აქედან 77-ჯერ მან "ლივერპულის" მაისურით ითამაშა.
მთავარი არბიტრი: მაიკლ ოლივერი.
პროგნოზი: 2-1.



5 კომენტარები
  • Bedeladze

    ყოჩაღ ავტორს heart_eyes

    ჩემი პროგნოზი: 1-0 sunglasses

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    არ ვიცი,ვინ რას თვლის,მაგრამ პირადად სიტის კონკურენტად და ისეთად ვერ აღვიქვავ,რომლის დამარცხება შეუძლებელია. ჩვენი კონკურენტი ფულის ტომრები არის და ნავთობ სადენები. ჟურნალისტები საუკეთესო გინდად სიტის თვლიან,რადგან თითქმის არ აგებენ,მაგრამ ეს ფულის ხარჯზე ხდება და არა გუნდურობის. დღეს საუკეთესო გუნდი ლივერპულია,რადგან თოთოეული ფეხბურთელს გათავისებული აქვს შეცდომის ფასი და არ აქცევს ყურადღებას ვინ უშვებს ამას,ისინი ერთად იგიებენ და ერთად აგებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაცვას არ ეშინია შეცდომის და გოლის გაშვების,რადგან სჯერა თავდასხმის და პირიქით,არ ნერვიულობს თავდასხმა ბევრი გოლის ვერ გატანის გამო,რადგან სჯერათ დაცვის,პირველ რიგში ალისონის,ვინც მკვდარი ბურთების გამოძრობის დიდოსტატია საჭირო დროს. ტყუილად არ ეძახიანი იტალიაში მეკარეების მესის. თუნდაც არსენალთან კარაბაოზე თამაში გავიხსენოთ,რამდენი შეცდომა დაუშვეს დაცვაში და და 5 გოლი გაუშვეს,მაგრამ სჯეროთ გამარჯვების,თამაშში დაბრუნების. სიტის ვუყურე მგლებთან და ყოველი შეცდომის მერე პანიკა იპყრობდათ მოთამაშებს და ნიჰილიზმი შეგრძნება ქონდათ. სიტი არის შეკოწიწბული,ძალათ შეკრებილი გუნდი,სხვანაირად ვერც იქნება,რადგან მაგ გუნდში ფეხბურთელი კონტრაქტში ფულს უყურებენ პირველრიგში და არა გუნდის ტრადიციას,სხვა შემთხვევაში სიტიში რატო უნდა ითამაშო. აი,ლივერპული კი გუნდია,რომელსაც ტრადიცია აქვს. ქამბექები კლოპის დროს მოხშირდა და ეს გასაკვირი არაა,რადგან გუნდი უფრო დაბალანსებულია,მაგრამ იმას ვერავინ იტყვის რო ლივერპულისთის უცხოა ეგ ამბავი. ხშირად ვსაყვედურობ დრუიდა იურგენს რო არ რისკავს ბევრ თამაშში,მაგრამ თვითონ იცის ალბათ ამის მიზეზი. ამ თამაშში ვერ ვაპატიებ :) გაურისკავობას,მეტოქის ტრანვების მომიზეზებას ან ორპირ ქარს,რადგან სიტი ტრადიციულად ჩვენი ბულკია. სტატიაში სტატისტიკა დაიდო და სხვა არცერთ გუნდთან მსგავსი რამე არ აქვთ შეიხების ძუკნებს. კრიზისში მყოფი ლივერპულიც კი მყარად იდგა მაგ "დამკირულ" გუნდთან. ერთხელ ვითხოვე ქარბორბალა და ბარსასთან შემისრულეს და იგივე მინდა აქაც. ჩემბერლენის სასტარტო მინდა რატომღაც,რადგან სივრცეებს ტოვებენ დაცვაში,რაც გამოსაყენებელია შორიდან გასასროლად,თან ჩემბოს ბულკები არიან. მოსაგები თამაშია და სხვა შედეგი იმედ გაცრუება იქნება,რაც სიტის მუღამს მისცემს და ჩვენ დაგვაკომპლექსებს. ჩემი ვარაუდი 3-0 და კარში დარტყმა სიტის 0

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    საღო ჯავახ,კარგი წასაკითხი იყო ძმა..მთელი სამყაროს ყურადღება ინგლისისკენ იქნება მიმართული ბლინ

    ლოვრენის დაცვის კი მეშინია მაგრამ იმედი მაქვს საუკეთესო თამაშს დადებს და ბოლომდე იბრძოლებს

    პასუხი გასაჩივრება
  • Nanaconda

    ნოემბერში მართლა არ წყდება საჩემპიონო ტიტულის ბედი, მაგრამ მაინც ბევრ რამეს გამოააშკარავებს ეს მატჩი <3

    პასუხი გასაჩივრება
  • Shota

    Ase mgonia rom am tamashshi gols ar gavushvebt

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen