ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჯინი ვაინალდუმმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ტრავმები მარცხის გასამართლებელი მიზეზი არაა.
"ტრავმები სიტუაციას ართულებს, მაგრამ მარცხის გასამართლებელი მიზეზი არაა. მჯერა, რომ ჩვენ სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია და თავდაუღალავი შრომით ყველაფერი შეიცვლება."
"თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ, გავაგრძელოთ მაქსიმალური შესაძლებლობების ჩვენება მოედანზე და ერთად მუშაობით სეზონის კარგად დასრულებას შევძლებთ." - განაცხადა ვაინალდუმმა.