"ლივერპული" "მილანს" ხმაურიან ბარტერს სთავაზობს

"ლივერპული" "მილანს" ხმაურიან ბარტერს სთავაზობს

როგორც იცით, გართულებული და გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო, ფრანკ კესის მილანური მომავალი ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კოტ'დიუარელის მსურველებში "მილანს" ყველაზე სარფიან წინადადებას მისი ისტორიული მეტოქე, "ლივერპული" სთავაზობს.

წყაროს ცნობით, მერსესაიდელები მზად არიან იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გახმაურებული გაცვლა გააკეთონ და კესის სანაცვლოდ "როსონერის" ტიაგო ალკანტარა დაუთმონ.

ალკანტარა "ლივერპულში" 2020 წელს "ბაიერნიდან" გადავიდა და ინგლისურ ფეხბურთს არც ისე კარგად მოერგო. გამომდინარე აქედან, 30 წლის ფეხბურთელი გუნდის დატოვების წინააღმდეგი არ არის. თავის მხრივ "მილანს" კესის უფასოდ დათმობას მისი ტიაგოს დონის ფეხბურთელში გაცვლა უნდა ერჩივნოს.

2 კვირის წინ
700 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ