ბრიტანული სპორტული მედიის ინფორმაციით, "ლივერპული" "ზალცბურგის" 22 წლის ზამბიელი შემტევით პატსონ დაკას შეძენით ინტერესდება.
ფეხბურთელმა მიმდინარე წლის ინავარში განაცხადა, რომ მო სალაჰი და სადიო მანე მისთვის მისაბაძი ფიგურები არიან, ხოლო "ლივერპულის" მიმართ ძალიან დიდი სიმპათია აქვს.
დაკა "ლივერპულისა" და "ზაცლბურგის" შარშანდელ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა, ხოლო საერთო ჯამში იგი, ავსტრიული გუნდისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.
TRANSFERMARKET-ის ცნობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.
მიმდიანარე სეზონში ბუნდესლიგაში დაკამ 25 შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.