"ლივერპული" ესპანური "სევილიას" არგენტინელი გარემარბის ლუკას ოკამპოსის დამატებითაა დაინტერესებული.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი მზადაა, ანდალუსიელებს გაცვლა შესთავაზოს.
კერძოდ, "ლივერპულს" სურს, სამხრეთ ამერიკელისთვის ტაკუმი მინამინოში გაცვალოს. "სევილიას" პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ფეხბურთელის გარდა ანდალუზიელებს სოლიდური თანხაც ენდომებათ.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, მინამინოს საბაზრო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც ოკამპოსის - 45 მილიონია.
ამჟამად მინამინო "საუთჰემპტონის" ღირსებას იცავს და გასულ უქმეებზე "ჩელსის" კარის აღებაც მოახერხა.