რამდენ ხანს იუქმებს ჰარვი ელიოტი? - ექსპერტების ვარაუდი

რამდენ ხანს იუქმებს ჰარვი ელიოტი? - ექსპერტების ვარაუდი

პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში "ლივერპულის" შესანიშნავი პერფორმანსი და ადვილი გამარჯვება გადაფარა ჰარვი ელიოტის ტრამვამ. ახალგაზრდა ინგლისელს, როგორც ჩანს, ფეხი კოჭში გადატყდა, რაც მას საკმაოდ დიდი ხნით ჩამოაცილებს ფეხბურთის თამაშს. ჯერჯერობით ზუსტი რეაბილიტაციის პერიოდი უცნობია, თუმცა ექსპერტებმა უკვე გამოთქვეს მოსაზრებები ჰარვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სპორტული ქირურგი მაიკ ჰენესის თქმით, ელიოტი დაახლოებით 6 თვეს გაიუქმებს. მისი თქმით, მას აუცილებლად დაჭირდება ოპერაცია, ამის შემდეგ კი 6 კვირა რეაბილიტაციის პერიოდს დაჭირდება. ამ დროის განმავლობაში სახსარზე სიმძიმის დატანა არ შეიძლება. ამის გასვლის შემდეგ კიდევ 6 კვირა მცირეოდენი ძალის დატანება სახსარზე. შემდეგ კი 3 თვე მსუბუქი ვარჯიში და ის, დაახლოებით, მარტში მოახერხებს ფეხბურთის ისევ თამაშს. 

მაიკ ჰენესი ელიოტის მდგომარეობის აღწერის გარდა, ძალიან აქებს "ლივერპულის" სამედიცინო შტაბის მუშაობას, რომლებიც ჰარვის დასახმარებლად 7 წამში იყვნენ ადგილზე და მალევე მოახერხეს ანტიბიოტიკის მიცემა და სახსრის ადგილზე ჩასმა, რის გამოც შესაძლებელია ელიოტი უფრო მალე დაბრუნდეს. 

1 კვირის წინ
773 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ