პირსი: "ლივერპულს" იანვარში ფეხბურთელის დამატება მოუწევს

პირსი: "ლივერპულს" იანვარში ფეხბურთელის დამატება მოუწევს

ჰარვი ელიოტის გუშინდელმა ტრავმამ კიდევ უფრო შეასუსტა "ლივერპულის" სიღრმე შეტევასა და ნახევარდაცვაში. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება იანვრის პერიოდში, როცა სალაჰი, მანე და კეიტა აფრიკის თასის სათამაშოთ წავლენ. მერსესაიდელებს, ფაქტობრივად, აღარ დარჩებათ მაღალი დონის შემტევი ფეხბურთელები და დამოკიდებულნი იქნებიან მინამინოზე ან ორიჯიზე.

ამ სიტუაციას ეხმიანება "ლივერპულთან" დაახლოებული ჟურნალისტი, ჯეიმს პირსი. მისი თქმით:

"თუ აქედან იანვრამდე მინამინომ ან ორიჯიმ არ დაგვანახეს თავიანთი შესაძლებლობები, "ლივერპულს" აუცილებლად მოუწევს იანვრის დასაწყისში ვინმეს დამატება. ამასთან, ჯერ არ ვიცით მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციები როგორი იქნება მაშინ, შესაძლოა აფრიკის თასზე წასული ფეხბურთელები კიდევ უფრო დიდხანს ჩამოგვაკლდნენ."

1 კვირის წინ
184 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 442
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ