"ბაიერნის" პრეზიდენტმა კარლ ჰაინც რუმენიგემ "ZDF Sport"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელს იურგენ კლოპზე უარი თქვა და არჩევანი მის სეხნიაზე, იურგენ კლინსმანზე გააკეთა, რომელთანაც მხოლოდ ცხრა თვე ითანამშრომლა.
"2008 წელს ული კლოპთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ბევრი ვიმსჯელეთ და არჩევანი სხვა იურგენზე შევაჩერეთ (კლინსმანზე). მე ვიყავი მთავარი პასუხისმგებელი მისი დანიშვნისა, თუმცა სამწუხაროდ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა."
"ხელმძღვანელობაშიც უმეტესობა კლინსმანის კანდიდატურას უჭერდა მხარს, ხოლო კლოპი "დორტმუნდმა" აიყვანა. ამის გამო ვწუხვარ, რადგან ორივე მხარისთვის წარუმატებელი შეთანხმება შედგა." - განაცხადა რუმენიგემ.