"ლივერპული" - "მილანი" | ყველაფერი რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

"ლივერპული" - "მილანი" | ყველაფერი რაც მატჩის წინ უნდა იცოდეთ

როგორც იცით, "ლივერპული" დღეს ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონს გახსნის. ტურნირს მერსესაიდელები "მილანთან" მატჩით დაიწყებენ.


ტრავმები

"ლივერპული": როგორც იცით, "ლიდსითან" მატჩში ჰარვი ელიოტმა მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც შესაძლოა 6 თვე გამოტოვოს. ასევე დიდი ხანი იუქმებს რობერტო ფირმინო, რომელმაც ტრავმა სანაკრებო პაუზამდე მიიღო. ტაკუმი მინამინო მალე დაუბრუნდება ვარჯიშს, თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას მაინც ვერ მიიღებს.

"მილანი": "როსონერის" უპირობო ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამ თამაშის განაცხადში ვერ მოხვდა რადე კრუნიჩი. ასევე მოედანზე დიდი ალბათობით ვერ ვიხილავთ "მილანის" ახალწვეულს, ტიმოიე ბაკაიოკოს.


სავარაუდო შემადგენლობები

"ლივერპული": ალისონი ბეკერი; ენდრიუ რობერტსონი; ვირჯილ ვან დეიკი; ჟოელ მატიპი; ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი; ფაბინიო; ტიაგო ალკანტარა; ჯორდან ჰენდერსონი; სადიო მანე; დიოგო ჟოტა; მოჰამედ სალაჰი.

"მილანი": მაიკ მაინანი; ტეო ერნანდესი; ალესიო რომანიოლი;ფიკაიო ტომორი; დავიდ კალაბრია; ფრენკ კესი; სანდრო ტონალი; რაფაელ ლეაო; ბრაჰიმ დიასი; ალექსის საელმეკერსი; ოლივიე ჟირუ.


შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ტრანსლაციის ხილვა Silk-ზე შეგეძლებათ.

1 კვირის წინ
174 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ