„მეორე ტაიმის ყურებას არც კი ვაპირებდი", - კლოპი 2005 წლის ფინალს იხსენებს

„მეორე ტაიმის ყურებას არც კი ვაპირებდი", - კლოპი 2005 წლის ფინალს იხსენებს

უკვე დღეს, "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის სეზონს გახსნის. პირველ მატჩში მერესაიდელები "მილანს" შეხვდებიან. თამაშის წინ, იურგენ კლოპმა 2005 წლის ლეგენდარული ფინალი გაიხსენა.

"სიმართლე გითხრათ, იმ ღამეს მეორე ტაიმის ყურებას არც კი ვაპირებდი, რადგან რამდენიმე ადამიანის გარდა ყველა ფიქრობდა, რომ თამაში დამთარვრებულია."

"შთამბეჭდავი ბრძოლა იყო, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი დუდეკის სეივები იყო. მას უნდა შეენარჩუნებინა ეს თამაში. "მილანს" შეეძლო მეტი გოლის გატანა, რაც ალბათ თამაშს საბოლოოდ დაამთავრებდა."

"ეს ის არის რაც მახსოვს ამ მატჩიდან, მაგრამ იმ დროს მე არ ვიყავი "მილანის" ფანი და არც "ლივერპულის" გულშემატკივარი, ასე რომ მე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებდი."

"ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია მე ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, რომ არ გამოვრთე ტელევიზია და ვუყურე მთელ თამაშს." - თქვა კლოპმა.

1 კვირის წინ
219 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 442
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ