მაკმანამანი: კლოპს ამის გაკეთება არ სჭირდება

მაკმანამანი: კლოპს ამის გაკეთება არ სჭირდება

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა Mirror-თან ჯორჯინიო ვეინალდუმის შეცვლაზე ისაუბრა.

"არ ვეთანხმები იმას, რომ იურგენ კლოპს ვეინალდუმის წასვლის შემდეგ ნახევარმცველი უნდა ეყიდა. "ლივერპულს" ბევრი კარგი ნახევარმცველი ჰყავს და მათ უბრალოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგან."

"არის უამრავი მოთამაშე, რომლებსაც შედეგის მიღწევა, რთულ გრაფიკშიც შეუძლიათ. ხალხი საუბრობს მეორე ფორვარდის ყიდვაზე, მაგრამ მათ უკვე ჰყავთ ოთხი და მხოლოდ სამს შეუძლია თამაში. საკმაოდ ძნელია ყველა მათგანის დაკმაყოფილება, მით უმეტეს მეხუთე ან მეექვსე ფორვარდის დამატების შემდეგ." - განაცხადა მაკმანამანმა.

1 კვირის წინ
271 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ