"ეს შეცდომაა", - ელიოტი შტრუიკის თაობაზე FA-ს მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

"ეს შეცდომაა", - ელიოტი შტრუიკის თაობაზე FA-ს მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ჰარვი ელიოტზე სახიფათო ვარდნის გამო, პასკალ შტრუიკი "ლივერპულთან" მატჩში გააძევეს და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

თამაშის შემდგომ, "ლიდსმა" გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტა, რათა შტრუიკს 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მოხსნოდა, მაგრამ FA-მ აპელაცია დაბლოკა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ჰარვი ელიოტი გამოეხმაურა:

"ვწუხვარ ამის გამო, პასკალ. ვფიქრობ, ეს შეცდომაა, მაგრამ ეს დრო მალე გაივლის, ძმაო და მოედანს დაუბრუნდები. შეინარჩუნე პოზიტივი", - წერს 18 წლის ნახევარმცველი Instagram-ზე. 

 

1 კვირის წინ
422 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 443
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ