დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში 17 მაისიდან შეზღუდვები სრულად მოიხსნება, რაც გულისხმობს იმას, რომ გულშემატკივრები "ენფილდზე" თავისუფლად შესვლას მოახერხებენ.
ეს სიახლე არა მხოლოდ "ლივერპულის", მთლიანად პრემიერ ლიგის გულშემატკივრებისათვის სასიამოვნო ამბავია. მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა ივარაუდება, რომ რაოდენობასთან დაკავშირებით სრული დაშვება მაინც არ იქნება.
მედიაში რაოდენობის შესახებაც გავრცელდა ცნობები, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჰიპოთეზის დონეზეა. საუბარია დაახლოებით 50%-იან დასწრებაზე. ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით უნდა ველოდოთ.