გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გვამცნო, რომ ჟორჟინიო ვაინალდუმის "ლივერპულიდან" წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
რომანო უკვე ასახელებს კონკრეტულ ფეხბურთელს, რომელსაც მერსისაიდელები ნიდერლანდელის შემცვლელად მიიჩნევენ.
საუბარია "ლილის" შემტევ ნახევარმცველზე, პორტუგალიელ რენატო სანჩესზე. სანჩესს პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2017/18 წლების სეზონში იგი იჯარის წესით "სუონსიში" გამოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ვაინალდუმის კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს იწურება, ხოლო მხარეები ახლი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ თანხმდებიან.