აგბონლაიორი: მის გარეშე "ლივერპული" 4-ეულშიც ვერ შევა

აგბონლაიორი: მის გარეშე "ლივერპული" 4-ეულშიც ვერ შევა

"ლივერპული" მო სალაჰისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აქტიურად ცდილობს, თუმცა ბუნებრივია, ეგვიპტელ ვარსკვლავს თავისი მოთხოვნები აქვს.

პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, გაბრიელ აგბოლნაიორი, მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე საუბრობს:

"მის გარეშე, მერსისაიდული გრანდი 4-ეულშიც ვერ შევა, ამიტომ მიეცით სალაჰს ის, რაც უნდა. გადაუხადეთ ის ხელფასი, რასაც ითხოვს, რადგან ის ამას იმსახურებს, ხოლო წასვლის შემთხვევაში, მოს ჩანაცვლება გაცილებით ძვირი დაჯდება.

ის რეგულარულად იტანს და უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. "კრისტალ პალასთან" გატანილი გოლის შემდეგ, სალაჰის რეაქციამ დაგვანახა, თუ რამდენად უყვარს მას ეს გუნდი, ამიტომ მისი დაკარგვა უბრალოდ სისულელე იქნება", - განაცხადა აგბოლნაიორმა.

 

1 თვის წინ
657 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ