ვინ მოასწრებს "ბრენტფორდთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ? - "ლივერპულის" ლაზარეთი

ვინ მოასწრებს "ბრენტფორდთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ? - "ლივერპულის" ლაზარეთი

"ბრენტფორდთან" მატჩამდე "ლივერპულს" უკვე ბევრი ფეხბურთელი დააკლდა. "კრისტალ პალასთან" მატჩში ტიაგომ მიიღო ტრავმა, ტრენტი ავად გახდა, ხოლო ახლა იწერება, რომ "ნორვიჩთან" სათასო თამაშში კეიტაც დაშავდა. ფირმინო კი "ჩელსისთან" მატჩის მერე გამოჯანმრთელება ვეღარ ახერხებს. 

გუნდის ლაზარეთზე დღევანდელ ინტერვიუში იურგენ კლოპმა ისაუბრა. მისი თქმით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და "ბრენტფორდთან" მატჩისთვის მზადაა. არის შანსი, რომ ამ თამაშში ფირმინო ვიხილოთ, რადგან მუხლის მყესის დაზიანების შემდეგ მან ვარჯიში უკვე დაიწყო. ვარჯიში განაახლა ნეკო უილიამსმაც.

თუმცა, "ბრენტფორდთან" მატჩში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ტიაგო და კეიტა. კლოპმა ორივეს ხილვა გამორიცხა პრემიერ ლიგურ თამაშში. ტიაგო, ალბათ, კიდევ რამდენიმე თამაშს გამოტოვებს, თუმცა კეიტას ტრავმა ასეთი სერიოზული არაა და მალე დაბრუნდება.

1 თვის წინ
316 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ