აპირებს თუ არა კეიტა კონტრაქტის გახანგრძლივებას - ნაბის პოზიცია

აპირებს თუ არა კეიტა კონტრაქტის გახანგრძლივებას - ნაბის პოზიცია

ნაბი კეიტას "ლივერპულური" კარიერა კარგად ნამდვილად არ დაწყებულა. ის მერსესაიდულ კლუბში საკმაოდ დიდ თანხად გადმოვიდა და 8-ნომრიანი მაისურიც ჩაიცვა, თუმცა ის ტრავმებმა დატანჯა. ეს სეზონი გუინეელმა საკმაოდ კარგად დაიწყო და ჯინი ვეინალდუმის წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

თუმცა, როგორც CFBAYERN იწერება, ნაბი კეიტა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის მიზეზი კი სათამაშო დროის ნაკლებობა გახლავთ. მას, როგორც ჩანს, ძირითადის ფეხბურთელობა უნდა, ამას კი "ლივერპულში", დიდი ალბათობით, ვერ მიიღებს.

მასზე წინ გუნდში ფაბინიო, ჰენდერსონი და ტიაგო დგანან. ხოლო სანამ ჰარვი ტრავმას მიიღებდა, კლოპი მას უფრო ენდობოდა, ვიდრე ნაბი კეიტას. თუ ნაბიმ გუნდში უფრო მნიშვნელოვანი როლი ვერ მოიპოვა, ის გუნდს, დიდი ალბათობით, დატოვებს.

 

1 თვის წინ
350 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ