რა თანხას მიიღებენ კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე - ჯგუფიდან ჩემპიონობამდე

რა თანხას მიიღებენ კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე - ჯგუფიდან ჩემპიონობამდე

ჩემპიონთა ლიგა გახურდა, პირველი ტურის მატჩები უკვე გაიმართა და გუნდები მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას იწყებენ.

რა თქმა უნდა, მსოფლიოს უდიდეს საკლუბო ტურნირს ფინანსურად დიდი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის და აღსანიშნავია, რომ წელს კლუბები უეფასგან მეტ თანხასაც მიიღებენ.

გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგის შემოსავლები გაიზარდა, შესაბამისად წელს საპრიზო ფონდი უფრო დიდია.

გუნდები საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებენ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც პირველ რაუნდში გასვლა 280,000 ევროდ ფასობს. მეორე რაუნდში გასვლის შემდეგ, გუნდი €380,000-ს იღებს, მესამე რაუნდი კი - €480,000.

ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდი უეფასგან €15,64 მილიონით ჯილდოვდება, თითოეული გამარჯვება კი დამატებითი €2.8 მილიონია. გუნდები თანხას იღებენ ფრედ დასრულებული მატჩისთვისაც - €930,000. ამის შემდეგ, თანხები ასე ნაწილდება:

  • მერვედფინალი - €9.6 მილიონი
  • მეოთხედფინალი - €10.6 მილიონი
  • ნახევარფინალი - €12.6 მილიონი
  • მეორე ადგილი - €15.5 მილიონი
  • ჩემპიონობა - €20 მილიონი
1 თვის წინ
223 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ