ფირმინო, ტრენტი და სხვები - კლოპი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ფირმინო, ტრენტი და სხვები - კლოპი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ბრენტფორდთან" მატჩამდე "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ტრავმირებული ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

"ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ტრავმირებული არ ყოფილა, ეს უბრალოდ მცირე დაზიანება იყო, მან უკვე ივარჯიშა და მწყობრში იქნება.

იმავეს თქმა შემიძლია ჯეიმს მილნერზე, ის სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.

ნაბი კეიტა დიდი ალბათობით მწყობრში არ იქნება. სერიოზული არაფერია, მაგრამ არ ვჩქარობთ და ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ.

რობერტო ფირმინო რამდენიმე დღე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ გარანტირებულად არაფრის თქმა შემიძლია.

ტიაგო? მისი თამაშის შანსი არ არის." - განაცხადა გერმანელმა სპეცეალისტმა.

 

 

1 თვის წინ
352 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ