"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელი: ამ მატჩის შემდგომ მილნერმა და კლოპმა ლამის იჩხუბეს

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელი: ამ მატჩის შემდგომ მილნერმა და კლოპმა ლამის იჩხუბეს

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რაგნარ კლავანმა, მედიასთან საუბრისას უცნობი და მოულოდნელი ისტორია გაიხსენა.

მისი თქმით, ბოქსინგ დეის თამაშების დროს ჯეიმს მილნერმა და იურგენ კლოპმა გასახდელში კინაღამ იჩხუბეს, თანაც არა სიტყვიერად, არამედ ფიზიკურად:

"მათ კინაღამ ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. ბოქსინგ დეიზე, თუ არ ვცდები, "სანდერლენდთან" მატჩის შემდგომ, მილნერსა და კლოპს სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ, თუმცა ჯეიმსმა უკან დაიხია.

კლოპს თვალებში ეტყობოდა, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი, ეს მისთვის ყველაზე სტრესული სიტუაცია იყო", - განაცხადა მან.

 

1 თვის წინ
530 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ