სალაჰს მორიგ რეკორდამდე 1 გოლი აშორებს

სალაჰს მორიგ რეკორდამდე 1 გოლი აშორებს

სულ ცოტა ხნის წინ, მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგაში 100 გოლიან ბარიერს გასცდა და ახლა ეგვიპტელს 101 ბურთი აქვს გატანილი. თუმცა აქედან ორი გოლი ჯერ კიდევ "ჩელსიში" გაიტანა.

გამოდის, რომ სალაჰს პრემიერ ლიგაში "ლივერპულის" მაისურით 99 გოლი აქვს გატანილი. თუ მო ხვალინდელ მატჩში შეძლებს ბურთის შეგდებას ის დაამრგვალებს თავის მაჩვენებელს.

ყველაზე სწრაფად 100 გოლის გატანა "ლივერპულის" მაისურით შეძლო როჯერ ჰანტმა. მას ამისთვის 152 მატჩი დასჭირდა. "ბრენტფორდთან" მატჩი სალაჰისთვის 151-ე იქნება და თუ მან გოლის გატანა შეძლო ის არამარტო დაამრგვალებს თავის მაჩვენებელს, არამედ მორიგ რეკორდსაც დაამყარებს.

1 თვის წინ
285 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ