"ბრენტფორდს" აქვს ჩვენთან შანსი" - კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

"ბრენტფორდს" აქვს ჩვენთან შანსი" - კლოპის მატჩის წინა პრესკონფერენცია

უკვე ხვალ "ლივერპული" "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა.

"100%-ით არ ვიცით როდის დაბრუნდება ტიაგო. ალბათ ეს სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება. არამგონია ეს უფრო ადრე მოხდეს."

"კეიტას ტრავმა არაა სერიოზული, მაგრამ შემდეგ თამაშს ის მაინც გამოტოვებს. შესაძლოა უფრო დიდი ხანიც იუქმოს. სიტუაციას შევხედავთ."

"ტაკუმის "საუთჰემპტონში" იჯარა ძალიან გამოადგა. ის იქიდან რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთელი დაბრუნდა. ახლა ხედავთ, რომ მისი შესრულება მართლაც წარმოუდგენელია, როგორ უკავშირდება ის თამაშს და როგორ ჩამოდის საჭირო მომენტში."

"ფეხბურთელებს სჭირდებათ დრო, რომელსაც ხანდახან სსაკმარისად არ ვაძლევთ. მინამინომ ეს დრო გამოიყენა."

"საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, ვფიქრობ, კარგი მომენტია დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით."

"პიტ კრავიცი და ანალიტიკოსები მართლაც კრეატიულები არიან. ახლა ეს ცოტათი უნდა მოვაგვაროთ. არ უნდა ვიყოთ ძალიან კრეატიულები."

"ჩვენ ეს აქამდეც ვთქვით, მაგრამ არავინ გვისმენდა. ახლა გუნდს ჰყავს 3 ახალი ფეხბურთელი ტრანსფერების გარეშე, ვირჯილი, ჯო და ჟოელი."

"მე ვუყურე ტომას ფრანკის პრესკონფერენციას. ისინი ბრწყინვალე საქმეს აკეთებენ. დაუჯერებელია როგორ ახერხებენ ასეთი პატარა ფულით რაიმე განსაკუთრებულის შექმნას."

"ბრენტფორდს" აქვს ჩვენთან შანსი, რადგან ეს ფეხბურთია. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ 3-5-2 ტაკტიკით. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი ცენტრალური და სწრაფი ფლანგის მცველები. ისინი დაცვაში ისე დგანან თითქოს ეს მათი ბოლო მატჩია და ამითი აღფრთოვანებული ვარ." - თქვა კლოპმა.

1 თვის წინ
328 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ