სულშერი: "წინა სეზონში კლოპის განცხადების შემდეგ პენალტებს რთულად გვინიშნავენ"

სულშერი: "წინა სეზონში კლოპის განცხადების შემდეგ პენალტებს რთულად გვინიშნავენ"

პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში ,ასოციაციის გადაწყვეტილების მიხედვით, ბევრად ნაკლები პენალტი დაინიშნება. წესდების ცვლილებით მსაჯებმა მინიმალურ კონტაქტზე პენალტი აღარ უნდა დანიშნონ. უფრო მეტი კონტაქტი დაშვებული იქნება საჯარიმოს გარეთაც, ეს კი უკვე თამაშებს ძალიან ეტყობა. უხეშობა და ჯარიმები წინა სეზონთან შედარებით ნამდვილად გახშირებულია.

თუმცა, მანჩესტერის მწვრთნელი, ოლე გუნა სულშერი ამ ყველაფერს არა ასოციაციის მიერ წესების ცვლილებას, არამედ იურგენ კლოპს აბრალებს. ვესთ ჰემთან მიყოლებით თამაშებში იყო 3 საკამათო მომენტი, რომლების დროსაც პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი სულშერის აზრით, წინა სეზონში კლოპის სიტყვების დამსახურებაა, რომელიც მსაჯებს მიკერძოებაში და პენალტების ადვილად დანიშვნაში ადანაშაულებდა, როცა საქმე იუნაიტედს ეხებოდა. სულშერის თქმით:

"ჩვენ ბოლო 2 თამაშში 3 პენალტი უნდა დაგვერტყა. წინა სეზონში იყო ერთი მწვრთნელი, რომელიც ძალიან ღელავდა ჩვენს სასარგებლოდ დანიშნულ პენალტებზე. მაგის მერე, ისეა თითქოს, გადაწყვეტილებებს სულ ჩვენს საწინააღმდეგოდ იღებენ. მისი სიტყვების შემდეგ, განსხვავება საგრძნობლად დიდია."

სულშერს კლოპი პირდაპირ არ დაუსახელებია, მაგრამ ადვილია მიხვედრა, თუ ვის გულისხმობდა იუნაიტედის თავკაცი.

 

1 თვის წინ
258 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ