დიოგო ჟოტა: "სამწუხაროა, რომ ამ ფეხბურთელს ჩვენს წინააღმდეგ მოუწევს თამაში"

დიოგო ჟოტა: "სამწუხაროა, რომ ამ ფეხბურთელს ჩვენს წინააღმდეგ მოუწევს თამაში"

ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთელების მთავარი კუმირი კრისტიანო რონალდუა. გამონაკლისი არც დიოგო ჟოტა გახლავთ. ინტერვიუებში ბევრჯერ უთქვამს, რომ მისთვის კრისტიანო ყველა დროის საუკეთესოა და როგორი მოხარულია, რომ მასთან ერთად ნაკრებში უწევს თამაში. ახლა კი რონალდუს "მანჩესტერში" გადასვლით ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთის მტერ გუნდებში მოხვდნენ.

სწორედ ამ სიტუაციაზე ჰკითხეს დიოგო. თუ რას ფიქრობდა მისი კუმირის "მანჩესტერში" გადასვლაზე. მისი თქმით:

"სამწუხაროდ, მას ცვენს წინააღმდეგ მოუწევს. ის უბრალოდ შესანიშნავია, მას არაფრიდან შეუძლია გოლის გატანა. ჩვენმა მტერმა უძლიერესი იარაღი ჩაიგდო ხელში კრისტიანოს სახით. ეს ჩვენ დაპირისპირებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. მე მას "იუნაიტედში" წარმატებას ვუსურვებ, გარდა იმ თამაშებისა, როცა ჩვენ გვეთამაშება."

დიოგომ ასევე განაცხადა, რომ გაოფიციალურებამდე დიდი ხნით ადრე იცოდა რონალდუს გადასვლის შესახებ. მან პირადად უთხრა ჟოტას ამ გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ჟოტამ, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლოდ შეინახა და არავის უთხრა.

1 თვის წინ
267 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ