კონატე თავისი "ლივერპულური" კარიერის სტარტს აფასებს - ვინ დაეხმარა მას შეგუებაში?

კონატე თავისი "ლივერპულური" კარიერის სტარტს აფასებს - ვინ დაეხმარა მას შეგუებაში?

ზაფხულის ამ სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულმა" ერთადერთი ფეხბურთელი, იბრაჰიმა კონატე შეიძინა. ჯერჯერობით მას უჭირს ხშირი სათამაშო დროის მიღება, თუმცა ფრანგი უკვე 2 თამაშში ვიხილეთ, მან კი ორივეში კარი მშრალად შეინახა. ადაპტაციის პერიოდი ფეხბურთელებისთვის ყველაზე რთული პროცესია. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა იბრაჰიმამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით:

"ლივერპულში მოსვლის დღიდან თითოეული ფეხბურთელი დამეხმარა გუნდთან შეგუებაში და თავი ისე მაგრძნობინეს, როგორც საკუთარ სახლში. ამ გუნდში უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ამიტომაც აუცილებელია ყოველდღე განვითარდე. ორი თამაში უკვე ვითამაშე და შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფანები ძალიან დაგვეხმარნენ გამარჯვებების მოპოვებაში. კარის მშრალად შენახვაც ყოველთვის დიდი პლიუსია. მე ესენი უფრო მაინტერესებს ვიდრე პერსონალური მიღწევები."

კონატემ ორი სიტყვით "ბრენტფორდთან" მატჩზეც ისაუბრა. მისი თქმით, ადვილ გასეირნებას გუნდი არ უნდა ელოდეს მეტოქის შედეგებიდან გამომდინარე და 100%-ით მობილიზებაა საჭირო.

1 თვის წინ
383 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ