3 კვირის და 1 დღის წინ
კლოპს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ ის წასვლას აპირებს - ახალი ცნობები
კლოპს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ ის წასვლას აპირებს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

გრემ ბეილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იურგენ კლოპს "ლივერპულში" ნაბი კეიტას შენარჩუნება სურს. 

მიუხედავად ამისა, კეიტა უკმაყოფილოა მერსესაიდულ კლუბში და უკვე განაცხადა, რომ ფიქრობს თავის მომავალზე, მას შემდეგ რაც შარშანდელ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კეიტას ეჭვები აქვს მის მომავალთან დაკავშირებით, არის ის, რომ მას არ შესთავაზეს ახალი კონტრაქტი გასული სეზონის დასრულების შემდეგ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი", "ლიონი", "მონაკო", მილანის "ინტერი", "მილანი" და "ლაიფციგი" აკვირდებიან ნახევარმცველს.


Facebook კომენტარები