3 კვირის და 4 დღის წინ
"ლივერპულს" კონკურენტები გამოუჩნდნენ - ვინ იბრძოლებს მაუნტის შესაძენად
"ლივერპულს" კონკურენტები გამოუჩნდნენ - ვინ იბრძოლებს მაუნტის შესაძენად
ავტორი
Aa

როგორც იცით, ბოლო პერიოდში ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი, მეისონ მაუნტი "ლივერპულს" ხშირად დაუკავშირეს.

"The Athletic"-ის ინფორმაციით, მერსესაიდელების გარდა ინგლისელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალი" და "ბაიერნი" იბრძოლებენ.

წყაროს თანახმად, "ჩელსი" ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა იგი კლუბში დარჩენაზე დაიყოლიოს.

აქვე მოგახსენებთ, რომ მაუნტს მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს მითვლილი. 

რაც შეხეება 24 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას, "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით მისი ფასი 65 მილიონ ევროს შეადგენს.


Facebook კომენტარები