3 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა იანვარში "ნიუკასლში" ვიხილოთ

3 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა იანვარში "ნიუკასლში" ვიხილოთ

ალბათ გაგიგიათ, რომ რამდენიმე დღის წინ არაბმა შეიხებმა "ნიუკასლ იუნაიტედი" შეიძინეს. პრემიერ ლიგამ ეს ინფორმაცია გუშინ დაადასტურა.

შეიხები ახალ, გრანდიოზულ პროექტს აწყობენ და გუნდში მსოფლიო ვარსკვლავების მოყვანა სურთ. შესაძლოა "ნიუკასლმა" "ლივერპულის" რომელიმე ფეხბურთელის მოყვანა სცადონ.

წარმოგიდგენთ 3 ფეხბურთელს მერსესაიდელური გრანდიდან, რომელიც შესაძლოა იანვარში "ნიუკასლში" ვიხილოთ.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი

ამ სეზონში ჩემბერლენისგან ბევრი კარგ თამაშს ელოდა, თუმცა კლოპი მას სათამაშო დროს არ აძლევს, რადგან მოძლიერდნენ "ლივერპულის" ახალგაზრდა ვარსკვლავები, კურტის ჯონსი და ჰარვი ელიოტი. შესაძლოა მან თავი ახალ გამოწვევაში სცადოს.

დივოკ ორიჯი

ბელგიელმა ფორვარდმა "ლივერპულის" შემადგენლობაში ადგილი დიდი ხანია დაკარგა, ხოლო "ნიუკასლს" პირიქით, ამ პოზიციაზე დიდი პრობლემები აქვს.

ნათანიელ ფილიპსი

"ნიუკასლი" გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც დაინტერესებული იყო ინგლისელის შეძენით, თუმცა "ლივერპულმა" გადაწყვიტა რომ ფილიპსი გუნდში დაეტოვებინა. შესაძლოა მისი ტრანსფერი უახლოეს მომავალში ვიხილოთ.

2 კვირის წინ
470 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ