"ჯერ კიდევ არ ვიცი რაშია ის ძლიერი," - ტიერი ანრის კრიტიკა "ლივერპულის" ფეხბურთელს

"ჯერ კიდევ არ ვიცი რაშია ის ძლიერი," - ტიერი ანრის კრიტიკა "ლივერპულის" ფეხბურთელს

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის "ლივერპულური" კარიერა კარგად დაიწყო, თუმცა ტრავმებმა ის სათადარიგოს ფეხბურთელად აქცია. ის რამდენიმე სეზონია ვეღარ ახერხებს ძველი ფორმის დაბრუნებას, რის გამოც ბევრმა გულშემატკივარმა მის მიმართ ხელი ჩაიქნია. 

მის პროგრესს ვერ ამჩნევს ვერც ლეგენდარული ტიერი ანრი. ახლახანს გავრცელებულ ინტერვიუში არსენალის ლეგენდამ სწორედ ამ გუნდის ყოფილ ფეხბურთელზე ისაუბრა. მისი თქმით:

"ლივერპულში გადასვლისას ოქსი იძახდა, რომ კლოპი უკეთეს ფეხბურთელს გახდიდა მას და ამ კლუბში სიყვარული უმაღლეს დონეზე იყო ასული. ანუ, ამით იძახის, რომ არსენალში ასე არ იყო? უკვე რამდენი სეზონია მერსესაიდულ კლუბშია და ჯერ კიდევ არ ვიცი რაშია ის ძლიერი. ადამიანს უნდა გაუჭირდეს არა შენი ძლიერი მხარის, არამედ შენი სისუსტის პოვნა. ოქსმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს."

ოქსლეიდ-ჩემბერლენს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება და არის დიდი შანსი, მან დატოვოს კლუბი.

2 კვირის წინ
622 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ