კლოპის მიერ 6 ყველაზე ხშირად და 6 ყველაზე იშვიათად გამოყენებული ფეხბურთელები

კლოპის მიერ 6 ყველაზე ხშირად და 6 ყველაზე იშვიათად გამოყენებული ფეხბურთელები

კლოპის წლევანდელ გუნდში წინა წლებთან შედარებით დიდი განსხვავება არ შეინიშნება. უმეტესად, ისევ იმავე ფეხბურთელები ატარებენ ყველაზე მეტ წუთებს გუნდში, თუმცა არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც მისთვის მოულოდნელად საკმაოდ ცოტა დრო აქვს გატარებული მოედანზე.

ჩატარებული წუთების მიხედვით, გუნდს ლიდერობს მეკარე ალისონი, რომელსაც სათასო თამაშის გარდა, მატჩი არ გამოუტოვებია, თუმცა "უოტფორდთან" შეხვედრისას ის, ალბათ, ისევ ბრაზილიაში იქნება, ამიტომ მას აუცილებლად გადაასწრებს მეორე ადგილზე მყოფი სალაჰი, 778 წუთით. შემდეგ კი მოდიან მანე, ვან დაიკი, მატიპი და ფაბინიო. ამ სიაში სეზონის სტარტზე, ალბათ, მატიპის ხილვა გაგვიკვირდებოდა მისი ტრავმიანობისა, თუ პოზიციაზე კონკურენციის გამო, თუმცა ის ჯერჯერობით გასაოცრად გამოიყურება.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, რომლებიც სულ განაცხადში არიან, თუმცა მოედანზე ხშირად ვერ ვხედავთ, აქ ლიდერობს ტაკუმი მინამინო მხოლოდ 1 სტარტით და 1 სათადარიგოდან შემოსვლით. შემდეგ კი ბევრისთვის გასაკვირად მოდის რობერტო ფირმინო, რომელიც წლების განმავლობაში ზემოთ ნახსენებ სიაში მოხვდებოდა, თუმცა ტრავმებმა და ჟოტას ფორმამ ის გუნდიდან ამოაგდო. მას მხოლოდ 153 წუთი აქვს ამ სეზონში ჩატარებული, თუმცა 3 გოლის გატანა მოახერხა. ამ 6-კაციან სიას კი ავსებენ ორიგი, კონატე, ოქსი და ტიაგო.

ამ ინფორმაციით, შეგვიძლია გავიგოთ, თუ ვის ენდობა კლოპი ყველაზე მეტად და ვის არა. 

2 კვირის წინ
288 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ