მანე: "ჩელსის ეს ფეხბურთელი ოქროს ბურთის 30-კაციან სიაში აუცილებლად უნდა მომხვდარიყო"

მანე: "ჩელსის ეს ფეხბურთელი ოქროს ბურთის 30-კაციან სიაში აუცილებლად უნდა მომხვდარიყო"

ამ დღეებში FranceFootball-მა ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა 30-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც მხოლოდ 1 "ლივერპულელი", მუჰამედ სალაჰი მოხვდა.

ადგილთა დიდ ნაწილს "ჩელსის" ფეხბურთელები იკავებენ იმ გენიალური სეზონის გამო, რომლის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს, თუმცა სადიო მანეს აზრით, ამ სიაში კიდევ ერთი არისტოკრატი უნდა მომხვდარიყო.

ეს ფეხბურთელი გახლავთ მანეს თანაგუნდელი ეროვნულ ნაკრებში, ედუარდ მენდი. მას მართლაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და Uefa-ს წლის საუკეთესო მეკარეც გახდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ოქროს ბურთის Top30-ში მოსახვედრად.

მანე ამის გამო მართლაც უკმაყოფილოა. მისი თქმით:

"მე ეს არ მესმის. ეს უბრალოდ მიუღებელია, ედუარდს [მენდი] ნამდვილად ეკუთვნოდა სიაში მოხვედრა."

2 კვირის წინ
194 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ